ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება – ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ

Read Time:34 Second

უკრაინის პრეზიდენტმაб ვოლოდომირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა.

„ჩვენი ქვეყანა სერიოზული გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობას და კონკრეტულ ქმედებებს. დიდი ომით გვაშინებენ და უკვე მერამდენედ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ერთი დიდი ევროპული მისწრაფება აქვს.

„ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ. ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია: სულხან მოლაშვილის მამის მესმის… ეს შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული
Next post გიული ალასანია: ჩემი შვილი არც გირგვლიანის საქმეშია დამნაშავე და არც 7 ნოემბრის, მას განკარგულება არცერთ დონეზე არ გაუცია