გიული ალასანია: ჩემი შვილი არც გირგვლიანის საქმეშია დამნაშავე და არც 7 ნოემბრის, მას განკარგულება არცერთ დონეზე არ გაუცია

Read Time:59 Second

ჩემი შვილი არც გირგვლიანის საქმეშია დამნაშავე და არც 7 ნოემბრის, მას განკარგულება არცერთ დონეზე არ გაუცია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“ეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ არაფერ შუაში ჩემი შვილი არ არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე იმათ გათავისუფლებაში. მანდ სულ სხვა ისტორია იყო. გირგვლიანი აღმოჩნდა სულ სხვა ვითარებაში, ის ადამიანები, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ დაკავშირებული მის დაღუპვაში. ისინი დაისაჯენ. შემდეგ, 2009 წელს, ომის შემდეგ სამხედროები, რომლებიც ციხეებში იყვნენ, მათთვის გამოცხადდა ამნისტია და გაუნახევრდათ ვადა. მათ შორის ეს ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც სამხედროები იყვნენ. შემდეგ გაკეთდა სია შეწყალებაზე. ამ საკითხებში ჩემი შვილი საერთოდ არ ერეოდა. ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. კომპეტენტური კომისია იყო და ის წყვეტდა.

რაც შეეხება 7 ნოემბერს, არცერთ დონეზე განკარგულება ჩემი შვილისგან გაცემული არ ყოფილა. მე ვესწრებოდი სასამართლოს და არავინ მის წინააღმდეგ ჩვენებას არ იძლევა. არა, ნინო ბურჯანაძის არ უთქვამს, რომ დამნაშავეა. ბურჯანაძე ამბობს, რომ რაც ხდებოდა, ეს ეხებოდა პირველ პირს, ეს არის ზოგადი განცხადება. მე კარგად მოვუსმინე ქალბატონ ნინოს, რომელმაც თქვა, რომ დღევანდელი ვითარება რომ ყოფილიყო, ხმასაც არ ამოვიღებდიო. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ დონეზე არ იყო განკარგულება გაცემული ჩემი შვილის მიერ, მან აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა და 1.5 წლით შეიმცირა ვადა. როგორც ჩანს არ გახსოვთ,” – თქვა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება – ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ
Next post „სიბიეს ნიუსი“ – რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა