ვიტალი კლიჩკო-თავდასხმის დაწყების დღიდან კიევში 18 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

Read Time:29 Second

„დედაქალაქში რუსული ჯარები არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერის  ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვაში.

„დედაქალაქში რუსული ჯარები არ არის. მაგრამ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ დივერსანტების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას. ღამით იყო შეტაკებები. განადგურდა რამდენიმე დიდი დივერსიული ჯგუფი.

კიევში, თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე, 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი. დაშავდა 106 პირი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 3 ბავშვი და 17 წლის კადეტი“, – აცხადებს კლიჩკო.

მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ დედაქალაქში საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვას.

„ყველას ვთხოვ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დარჩით სახლში ან თავშესაფრებში“, –  დასძინა კლიჩკომ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – უკრაინამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბოროტებას, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ ურყევი მხარდაჭერა
Next post ავიაკომპანია Wizz Air რუსეთის მიმართულებით ყველა ფრენას აუქმებს