ვინ გაუწია რეკომენდაცია ახალი კორონავირუსის ტესტებს?
ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ტესტების შემოტანაზე ატეხილი აჟიოტაჟი, გაუგებარია. როგორც ზოიძე აცხადებს, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსის სწრაფი ტესტები ჯერ სულ რამდენიმე კვირისაა, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს მათი სარწმუნოობა.
აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ არც ესპანეთის და არც ჩეხეთის მთავრობა ტესტებს, რომლებიც წუნდებულია შესაბამისი შემოწმების გარეშე არ მიიღებდა, თუმცა შეცდომა მაინც მოხდა.
მისივე თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუწია აღნიშნულ ტესტებს რეკომენდაცია.
“მთავარი ის არის, რომ ამ მწარმოებელს სწრაფი ტესტები სწორედ ჩინეთის ეპიდემიის დროს ჰქონდა მიწოდებული ქვეყნისთვის. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ, ეს სწრაფი ტესტები სულ რამდენიმე კვირისაა, შესაბამისად, არავის აქვს ინფორმაცია რომელი კომპანიისაა უკეთესი და რომლის უარესი. ზოგადად, დღეს მსოფლიოში ძალიან საფრთხილოა ხარისხი ამ სწრაფი ტესტების. დამერწმუნეთ, არც ჩეხეთის არც არც ესპანეთის მთავრობა არ შეისყიდდა ტესტებს, რომ არ ყოფილიყო ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში. მე რაც ვიცი, თვითონ კომპანიამ აცნობა სამინისტროს, რომ ეს ტესტები იყო ხარვეზიანი და გაწყვიტა კონტრაქტი”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის, ჩინურ კომპანიას, რომელთანაც ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, საქართველოსთვის 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა.
“საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია”,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო:pia.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ...
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...