ვდგავარ მამა იოსების ,,სასახლესთან,, გელათის გუმბათის ქვეშ და გაოცებული შევცქერი რაც ჩემ თვალწინ ხდება. ამდენი თვალცრემლიანი მღვდელი და თვალცრემლიანი კაცი არ მინახავს,ქალი კი. უწყვეტი სამოქალაქო პანაშვიდი და ამდენი გულწრფელი სიყვარული?!
ვდგავარ მამა იოსების ,,სასახლესთან,, გელათის გუმბათის ქვეშ და გაოცებული შევცქერი რაც ჩემ თვალწინ ხდება. ამდენი თვალცრემლიანი მღვდელი და თვალცრემლიანი კაცი არ მინახავს,ქალი კი. უწყვეტი სამოქალაქო პანაშვიდი და ამდენი გულწრფელი სიყვარული?! , დღეში ათობით დიდი პანაშვიდი, თითქმის უწყვეტად. საქართველოს ყველა კუთხიდან მოსულ ბერთა და მოძღვართაგან გულწრფელი ლოცვით აღვლენილი?! მომიტევე ჩემო მამა იოსებ რომ ეს მიკვირს. მომიტევე რომ მეგონა მარტო ჩვენ გვიყვარდი, ჩვენ ვიცოდით შენი დაფარული სიდიადე, და ჩვენ გვეტკინე. მომიტევე რომ თურმე ვერ გიცნობდი
მაგრამ მივხვდი და ბედნიერი ვარ რომ ხალხი ყველაფერს ხედავს, გულს თვალები მართლა აქვს და გულის თვალებით ხედავს. და ყველამ დაინახა შენს უბრალოებაში სიდიადე. შენს თავგანწირულ, უანგარო სიყვარულში სიწრფელე და სინამდვილე. შენი ცოცხალი სარწმუნოება, სახარების ენით რო მეტყველებდი ბავშვობიდანვე, მარტო გარეგნობა კი არ გქონდა ძველი და ასკეტის, შიგნით იყავი ასეთი და ნამდვილი. მთელი ცხოვრება შენატროდი მოწამეებს და მოგეცა საშუალება მათი მზგავსი რწმენით, მოთმინებით დაგეთმინა გაუსაძლისი ტკივილები და ასე კიდევ ერთხელ საქმით და ცოცხალი მაგალითით გექადაგა შენგან ძალიან შეყვარებული ქრისტე და მისი სახარების ცხოველმყოფელობა. დიახ სახარება ცოცხალი წიგნია. ის სუნთქავს და ეს შენ გვასწავლე და გვაჩვენე ჩვენო ძვირფასო მამა იოსებ. ბედნიერი ვარ რომ შენი დიდი ოჯახის წევრები ვართ მე და ჩემი ოჯახიც. შენი დაუსრულებელრიგებიანი მომტირალნი დაგვლოცე. მშვიდობა დაგვიტოვე და გაათმაგებით ილოცე ჩვენთვის უფლისწინაშე -წერს სოფიალური ქსელის მომხმარებელი Pisti Agapi
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...
დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა – ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ...
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება,...