ვასილ მაღლაფერიძე: აშკარად ჩანს, ხეს რომ გადასხლავ და გააძლიერებ, ასე გაძლიერდა ჩვენი ფეხბურთიც, ფეხზე მყარად დადგა

Read Time:56 Second

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალის მოგებით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

„ადამიანებს გულშემატკივრობის მაგნიტი გვიდევს, გულგრილი ვერ იქნები. 4-5 წლის წინ თითქოს შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ ჩვენი გუნდი ასეთ ტურნირზე ვერ ითამაშებდა. სიმართლე ვთქვათ – ამას არ მოველოდით, სპეციალისტების მაშინდელი შეფასებებიც მახსოვს. ახლა კი რეალობა შეიცვალა.

როდესაც ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, მაშინ დიდი კამათი იყო, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე რა გავლენას მოახდენდა. წლების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს სრულიად გამართლებული ნაბიჯი იყო.

მერე კარგად ვიცით, რა წლები და პრობლემები იყო და ქართული ფეხბურთი დაბლა დაეშვა, მაგრამ ახლა აშკარად ჩანს, ხეს რომ გადასხლავ და გააძლიერებ, ასე გაძლიერდა ჩვენი ფეხბურთიც და ფეხზე მყარად დადგა, ეს მემკვიდრეობაც არის და სიახლეც.

მთავარია, რომ ჩვენ უკვე ფსიქოლოგიურად მზად ვართ, დიდ ტურნირზე შემდეგშიც რომ გავიდეთ. ყველაფერს დრო უნდა, საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია.

საქართველოს ბევრი მსოფლიო დონის ტალანტი გაუზრდია და რომ არა ხელოვნური ჩარჩოები, კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით. ქართული ფეხბურთი თავის ფესვებს უბრუნდება, რომელიც სანახაობრივია და ჩავდგებით იმ კალაპოტში, რომელსაც ეს ფეხბურთი იმსახურებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: ახლა შეიცვალა ის, რომ „ქართული ოცნება“ კედელთან არის მიმწყვდეული
Next post “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა