სალომე სამადაშვილი: ახლა შეიცვალა ის, რომ „ქართული ოცნება“ კედელთან არის მიმწყვდეული
შალვა პაპუაშვილს შეიძლება გაუცრუა იმედები ევროკავშირის ელჩმა, მაგრამ ევროკავშირმა არ გაუცრუა იმედი ქართველ ხალხს – ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? – ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა“.
„ჩვენ მართლმსაჯულებას სისტემური პრობლემა აქვს და ამას გვეუბნება ჩვენ ევროკავშირიც და აშშ-იც მრავალი წელია და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ამ სისტემის რეფორმირებაში. პაპუაშვილმა ეს უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ თავად მუშაობდა პროექტში, რომელიც სწორედ მსგავსი რეფორმების გასატარებლად ხორციელდებოდა, ოღონდ მაშინ არ მიაჩნდა, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. ახლა შეიცვალა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მიმწყვდეული კედელთან. გამოაშკარავდა რეალურად ის, რომ ამ ხელისუფლებამ რამე კი არ გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ამ ხელისუფლებისა.
დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესიც გადაიდო. უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდნენ, როდესაც რუსული კანონი მიიღეს და ამით კლავდნენ იქვე შესაძლებლობას კანდიდატის სტატუსის მიღების“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...