პარასკევი, აპრილი 17, 2026

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ როცა გაერო-ს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ. ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.

განცხადების დასასრულს ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია – საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს

ავიაკომპანიებს, შესაძლოა, მაისის ბოლოს ევროპაში რეისების გაუქმება მოუწიოთ საავიაციო  საწვავის დეფიციტის გამო, – ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაში აცხადებენ.ასოციაციამ  მთავრობებს მოუწოდა, მოამზადონ კონკრეტული, კარგად კოორდინირებული გეგმა საწვავზე ლიმიტის დაწესების შესაძლო საჭიროების შემთხვევაში.„მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს საწვავის ნაკლებობის გამო. ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეს კარგად კოორდინირებული გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რაციონირება აუცილებელი გახდება“, – აღნიშნავს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის  გენერალური დირექტორი ვილი უოლში.როგორც „სიენენი“ წერს, ირანთან ომის დაწყებიდან საავიაციო საწვავის ფასი დაახლოებით გაორმაგდა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის,...

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც პეტრე ცაავამ პატრიარქის მისამართით გააჟღერა, ვერ დაამტკიცა, ამიტომ ეს ცილისწამებაა და არა მხილება, როგორც თავად ცაავა ამბობს.„ამ ბრალდებებს წლების განმავლობაში იმეორებდა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამის დასამტკიცებლად მას ხელთ არაფერი აღმოაჩნდა. ამიტომ, სიტყვა, რომ თითქოს ვინმე ამხილა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, რომ მან ცილი დასწამა.მეუფე პეტრე ყველაზე აკეთებს ასეთ განცხადებებს, ვინც კი ეგულება პატრიარქის ერთგულად და მხარდამჭერად და მამა გიორგი ზვიადაძეც სწორედ ასეთი იყო წლების განმავლობაში. ამიტომ არ ერიდება მის მიმართ ასეთ არაკორექტულ გამონათქვამებს. მისგან ასეთი გამონათქვამები გვახსოვს სხვადასხვა მეუფის მიმართ, მოსაყდრის მიმართ, კონკრეტულად ჩემ მიმართ“, - განაცხადა დეკანოზმა.ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.

ანდრეი სიბიგა – ორბანის წარუმატებლობა უკრაინას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას უხსნის

ორბანის წარუმატებლობა უკრაინას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას უხსნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.სიბიგას თქმით, ორბანის რეჟიმის მხრიდან მრავალწლიანი პროვოკაციების შემდეგ, უკრაინას გაუჩნდა შანსი, დააჩქაროს ევროპული გზა, ოფიციალურად გახსნას მოლაპარაკებები, მიიღოს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორბანს ანტიუკრაინული რიტორიკა ჰქონდა.„ანტიუკრაინული რიტორიკის მარცხი უნგრეთში არჩევნების დროს გახდა სიგნალი მსგავსი პოლიტიკური ძალებისთვის სხვა ქვეყნებშიც, რომ მსგავსი რიტორიკა არ მუშაობს“, – აღნიშნა სიბიგამ.

ქუვეითში ამერიკელი ჟურნალისტი ირანის ომის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო დააკავეს

ქუვეითური წარმომავლობის ამერიკელი ჟურნალისტი, აჰმედ შიჰაბ-ელდინი, ირანის ომის შესახებ დაწერილი პუბლიკაციების, ქუვეითში დააკავეს. მას ბრალად ედება „ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ და მობილური ტელეფონის ბოროტად გამოყენება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ და მედიასაშუალება „სიენენი“ იტყობინებიან.აჰმედ შიჰაბ-ელდინი ცნობილი ქუვეითელ-ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც მუშაობდა „ვაისსა“ და „ალ ჯაზირაში“, აგრეთვე იყო „სიენენის“ მიწვეული ექსპერტი.შიჰაბ-ელდინი ქუვეითში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა 2 მარტის შემდეგ, მასთან დაკავშირება შეუძლებელია. ჟურნალისტის მეგობრები მიიჩნევენ, რომ თითქმის ექვსი კვირაა, ის პატიმრობაში იმყოფება. ჟურნალისტის შესახებ მათ საჯაროდ იმ იმედით ისაუბრეს, რომ საჯაროობა აჰმედ შიჰაბ-ელდინის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.ჟურნალისტი ირანის ომის შესახებ პუბლიკაციების გამო დააკავეს, თუმცა „ჰუმან რაითს ვოთჩი“ აღნიშნავს, რომ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელებში შიჰაბ-ელდინის მიერ გამოქვეყნებული პოსტები შეიცავდა ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც უკვე საჯარო იყო. მაგალითად, მან გააზიარა „სიენენის“ ვიდეო, რომელშიც ასახულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება ქუვეითში.უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ შიჰაბ-ელდინის დაკავება იმ ახალი მკაცრი შეზღუდვების შედეგია, რომლებიც ქუვეითის ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ დააწესა.ახლად მიღებული კანონი ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს, მათ შორის ხანგრძლივ პატიმრობას ნებისმიერი პირისთვის, ვინც „ინფორმაციის უტყუარობისა თუ წყაროს გადამოწმების გარეშე, განზრახ ავრცელებს განცხადებებს ან ცრუ ხმებს სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებით, მათი სანდოობის და ავტორიტეტის შელახვის, ასევე მათი ეჭვქვეშ დაყენების ან მორალური სულისკვეთების შესუსტების მიზნით“. „მისი დაკავება ქუვეითში გამოხატვის თავისუფლების სივრცის შემცირებისა და ჟურნალისტების გასაჩუმებლად ბუნდოვანი ფორმულირების მქონე ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებების გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია,“ - აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩი“. „მოვუწოდებთ ქუვეითს, გაათავისუფლოს აჰმედ შიჰაბ-ელდინი და მოუხსნას ყველა ბრალდება. ჟურნალისტობა არ არის დანაშაული. შიჰაბ-ელდინის შემთხვევა კარგად წარმოაჩენს კრიტიკის ჩასახშობად და საინფორმაციო დღის წესრიგის გასაკონტროლებლად ეროვნული უსაფრთხოების კანონების გამოყენების ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას“, - ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის რეგიონული დირექტორის, სარა კუდას განცხადებაში. ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტს „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებასა და მობილური ტელეფონის ბოროტად გამოყენებაში“ დასდო ბრალი. უფლებადამცველები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის ბუნდოვანი და ძალიან ზოგადი ბრალდებები, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტების შესაზღუდად. კომენტარის გაკეთების შესახებ „სიენენის“ მოთხოვნაზე ქუვეითის მთავრობას ჯერჯერობით არ უპასუხია.  ბოლო ანგარიშში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადა, რომ რეგიონის სახელმწიფოები ომს იყენებენ „სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, სამოქალაქო თავისუფლებების შესაზღუდად და იმ ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ონლაინ-აქტივისტების შესავიწროებლად, ვისი მოსაზრებებიც მთავრობის პოლიტიკას არ ემთხვევა“.

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის თანამშრომლობა ძლიერია არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც.„საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და გვახარებს ეს ფაქტი. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ პარტნიორობას და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც. ხშირია ორმხრივი ვიზიტები და ლიდერთა შეხვედრები. ნაყოფიერია ეს ურთიერთობა და კონკრეტული შედეგებიც მოაქვს. გვახარებს და ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები