ავიაკომპანიებს, შესაძლოა, მაისის ბოლოს ევროპაში რეისების გაუქმება მოუწიოთ საავიაციო საწვავის დეფიციტის გამო, – ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაში აცხადებენ.
ასოციაციამ მთავრობებს მოუწოდა, მოამზადონ კონკრეტული, კარგად კოორდინირებული გეგმა საწვავზე ლიმიტის დაწესების შესაძლო საჭიროების შემთხვევაში.
„მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს საწვავის ნაკლებობის გამო. ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეს კარგად კოორდინირებული გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რაციონირება აუცილებელი გახდება“, – აღნიშნავს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური დირექტორი ვილი უოლში.
როგორც „სიენენი“ წერს, ირანთან ომის დაწყებიდან საავიაციო საწვავის ფასი დაახლოებით გაორმაგდა.

