საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის თანამშრომლობა ძლიერია არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც.
„საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და გვახარებს ეს ფაქტი. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ პარტნიორობას და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ძალიან პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც. ხშირია ორმხრივი ვიზიტები და ლიდერთა შეხვედრები. ნაყოფიერია ეს ურთიერთობა და კონკრეტული შედეგებიც მოაქვს. გვახარებს და ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

