ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ

Read Time:53 Second

უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „თავიდანვე მკაფიოდ ვსაუბრობდით სამეზობლოში ომზე: ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას. „ჩვენ გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესი აქვთ. ამაზე არც კი ვკამათობთ: მათთვის უკრაინა, ხოლო ჩვენთვის კი უნგრელი ხალხის ინტერესებია უმთავრესი. არავის აქვს უფლება, უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება შეაფასოს. ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების მიმართ სინანულის გამოხატვის შესახებ განცხადებები მიუღებელია! დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ზეპირ განცხადებებს უნდა დავუჯეროთ? – დედას გეფიცები და “ოცნება”-ბიძინას გეფიცებით უნდა დავუჯეროთ?!
Next post BBC -სანქციები პუტინის შვილებს