BBC -სანქციები პუტინის შვილებს

Read Time:38 Second

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც დაანონსებული იყო, სანქცირებულთა სია გააფართოვა და ახალი სანქციები კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ორ ზრდასრულ შვილს შეეხო. ამის შესახებ BBC იუწყება.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, როგორც პუტინის ორი ზრდასრული შვილი და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ დასახელებული, წინასწარი ინფორმაციით, ისინი არიან მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასგან შეეძინა.

პუტინს საკუთარ ოჯახზე ღიად საუბარი არ უყვარს. პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის თავისი ქალიშვილებით ამაყობს, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ პუტინის არცერთი ქალიშვილი მამის გვარს არ ატარებს.

მარია ვორონცოვა დაიბადა 1985 წელს, არის ენდოკრინოლოგი და სამედიცინო კომპანიის თანამფლობელი. 1986 წელს დაბადებული ტიხონოვა აკადემიასა და ბიზნესშია. ის ასევე ნიჭიერი მოცეკვავეა და მონაწილეობდა საერთაშორისო როკენროლის კონკურსებში.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს პირები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ
Next post დავით სერგეენკო უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: ბრალს რომ სდებ, რაღაც მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინო