გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ზეპირ განცხადებებს უნდა დავუჯეროთ? – დედას გეფიცები და “ოცნება”-ბიძინას გეფიცებით უნდა დავუჯეროთ?!

Read Time:1 Minute, 17 Second

“ეს დესანტი რუსეთმა რისთვის გადმოსხა საქართველოში, რას ფიქრობთ? ყველას არ ვგულისხმობ, იქ წესიერი ხალხიც არის, მაგრამ ძალიან ბევრი ჩამოვიდა იმისათვის, რომ პლაცდარმი გააკეთონ აქ რუხი და შავი სქემების დასალაგებლად და სანქციების გვერდის ასავლელად”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ამის აღსაკვეთად ხელისუფლებამ დოკუმენტური ბაზა შექმნას და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს.

“ეს დესანტი რუსეთმა რისთვის გადმოსხა საქართველოში, რას ფიქრობთ? ყველას არ ვგულისხმობ, იქ წესიერი ხალხიც არის, მაგრამ ძალიან ბევრი ჩამოვიდა იმისათვის, რომ პლაცდარმი გააკეთონ აქ რუხი და შავი სქემების დასალაგებლად და სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ყველაფერი ხდება, ჩვენ არ გვინახავს არცერთი დოკუმენტი, არცერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ამას შეეხებოდა. ხელისუფლების ზეპირ განცხადებებს უნდა დავუჯეროთ? – დედას გეფიცები და “ოცნება”-ბიძინას გეფიცებით უნდა დავუჯეროთ?!

ეს რწმენა-არრწმენის საკითხი არ არის. აშშ-ის დაზვერვას, მათ შორის ამ ომთან დაკავშირებითაც აქვს უამრავი განცხადება გაკეთებული და არცერთხელ წყარო არ დაუსახელებიათ. მხოლოდ რუსები ითხოვენ მათგან – “აბა, დამიმტკიცე ძმაო”. “ფეესბესა” და “გეერუში” რამდენი აგენტი ჰყავთ ამერიკელებს, სულ უნდა გადაუშალონ?! ეგენი არიან და ეგენი მაწვდიან ინფორმაციასო?! “ცეერუს” რომ ჩვენ სპეცსამსახურებში აგენტურა ჰყავთ, იმათ რა ქნან? – მივიდნენ და გომელაურს ჩაუყაჭონ, ვინ აწვდის ინფორმაციას, რა ხდება სუს-ში?!” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ომი უკრაინაში შესაძლოა, მრავალი თვის ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს – იენს სტოლტენბერგი
Next post ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ