“ეს ბიჭი არის მანიაკი, 2 წელია, რაც ლადოსთან არ მაქვს ურთიერთობა, რადგან არაადამიანია” – მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი

Read Time:33 Second

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასტიკის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა ვრცელდება სხვა ვერსიებიც.

როგორც ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში აღნიშნა, გოგონას დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი გაეწყვიტა უერთიერთობა ლადო გრიგალაშვილთან, რადგან გარკვეული კონფლიქტი მოხდა მათ შორის. ნაცვლიშვილის მეგობარი ბრალდებულს უარყოფით პიროვნებად ახასიათებს.

“ეს ბიჭი არის მანიაკი, უსაზიზღრესი ადამიანი. თავად ლადო ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა. უყვარდა ანას, უყვარდა ძალიან, დიდი ხანს იყვნენ ერთად. ანას არასდროს მიუცია საბაბი ლადოსთვის, რომ ეეჭვიანა, გამორიცხულია. მე 2 წელია, რაც ლადოსთან არ მაქვს ურთიერთობა, იმიტომ, რომ არაადამიანია”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილის მეგობარი.

წყარო: “მარშალპრესი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post  თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს
Next post ბაქრაძე ქანთარიას: რა ტონალობაშიც არ უნდა ვისაუბროთ, კომისიას მაინც არ შექმნით