ბაქრაძე ქანთარიას: რა ტონალობაშიც არ უნდა ვისაუბროთ, კომისიას მაინც არ შექმნით

Read Time:55 Second

ჩვენი დღევანდელი გამოსვლის ტონალობა არ ყოფილა კონსტრუქციულობის იმიტირება – ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ სესიაზე დეპუტატ ნუკრი ქანთარიას უპასუხა. პარლამენტარები აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

ინიციატივა “ევროპულ საქართველოს” ეკუთვნის. ვიდრე პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს, დავით ბაქრაძის წინასწარი მოლოდინია, რომ მსგავსი კომისია არ შეიქმნება.

“ჩვენც ძალიან კარგად ვიცნობთ თქვენს მოდგმას და რაც არ უნდა ტონალობაში ვისაუბროთ დღეს, ეს კომისია არ შეიქმნება. ამიტომ, ტონალობა, რომელიც გამოყენებული იყო ქალბატონი ელენესა და ჩვენი გამომსვლელების მხრიდან, განპირობებულია ერთადერთი მიზეზით: ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რომელიც ასეთ საკითხებს იყენებს შიდაპოლიტიკური ისტერიკების მოსაწყობად”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე საპარლამენტო მსჯელობისას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ევროპულ საქართველოს” ცოდვიანი ოპოზიცია უწოდა.

“კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი”,- მიმართა ქანთარიამ “ევროპული საქართველოს” წევრებს.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ეს ბიჭი არის მანიაკი, 2 წელია, რაც ლადოსთან არ მაქვს ურთიერთობა, რადგან არაადამიანია” – მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი
Next post თალაკვაძე მუხტარლიზე: გამოძიება რომ ვერ დასრულდა, ქართველი ძალოვნების ბრალი არ არის