თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

Read Time:20 Second

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღე ვერ უკავშირდებოდა და დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა.

სწორედ მეგობარმა იპოვა ის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი. მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოიდა სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC წერს-ანტიდეპრესანტები ეფექტურია
Next post “ეს ბიჭი არის მანიაკი, 2 წელია, რაც ლადოსთან არ მაქვს ურთიერთობა, რადგან არაადამიანია” – მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი