ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა

Read Time:23 Second

ესპანეთში გოგოს სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა. უბედური შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში იმაზე დაფიქრდნენ, თუ რამდენად უსაფრთხოა მგზავრობისას ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. ამის შესახებ BBC წერს.

3 წლის გოგო მას შემდეგ დაიღუპა, რაც ავტომობილი უკანა ნაწილით სკოლის ავტობუსს შეეჯახა. მანქანას ბავშვის დედა მართავდა. უბედური შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა, რომელიც შეჯახებისას მას სახის არეში მოხვდა. საგზაო ინციდენტამდე გაჯეტი გოგოს ხელში ეჭირა.

საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი უჩვეულოა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატომ ჩაიშალა ქორწილი ოზურგეთში -,,სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული”
Next post 87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა