რატომ ჩაიშალა ქორწილი ოზურგეთში -,,სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული”

Read Time:35 Second

ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ “თამარიონში” გუშინ წინ მიმდინარე ქორწილის მონაწილეები მეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტიურად ჩაიშალა.

როგორც ‘გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი მეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს:

“სუფრა ახალი დაწყებუ;ლი იყო როცა მეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ.. და უცებ დაავიწყდათ ასროლილი მეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ”- აცხადებს ერთ ერთი თვითმხილველი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გირჩი ითხოვს „ჭუჭუს წელვა“ კონსტიტუციით შეიზღუდოს
Next post ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა