87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

Read Time:33 Second

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში (1964-1972); იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1972-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი (1997-დღემდე).

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და რამდენიმე სხვა პრემია. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირშის წევრი. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა
Next post მკვდრები ხმებს აძლევენ, ვაშაძის მხარდამჭერთა ნაწილი გარდაცვლილია – თაღლითური სქემა ხმებისთვის