ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

Read Time:23 Second

,, ხელოვანი იუსტიციელები” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც  ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.  მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ.

იუსტიციის სამინისტროს  ხელოვან თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და  უკვე ტრადიციად იქცა.  ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 12 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ია