ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 7.5 მილიონი დოლარი დაიხარჯება

Read Time:32 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმამონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში გაიმართა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი დააჯილდოვა
Next post „ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიგაში ითამაშებს