ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მობილიზაციის გამოცხადებით ვლადიმერ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს

Read Time:34 Second

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით ვლადიმერ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული პრეზიდენტ პუტინის მხრიდან, არის ახალი შეცდომა. რაც ნათლად გვჭირდება, არის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა. ომის დონის გაზრდა ცუდი სიახლეა რუსი ხალხისთვის, ცუდი სიახლეა რუსი ახალგაზრდებისთვის და ცუდი სიახლეა რუსეთისთვის, რადგან ეს გაზრდის ქვეყნის იზოლაციას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა და ინდოეთმაც გამოხატეს შეშფოთება ომთან დაკავშირებით.

„დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებულია და უფრო და უფრო ერთგულია ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს და რომელიც უკანონო და არალეგიტიმურია. ყველა მშვიდობისკენ მოუწოდებს. აღარავის ესმის რუსეთის მიერ გაკეთებული არჩევანის“, – აღნიშნა მაკრონმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზანია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია
Next post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა