ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზანია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია

Read Time:1 Minute, 2 Second

ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები. მიშელის შეთანხმება არის ჩვენი წარსული. შესაბამისად, ამ შეთავაზების წარმოდგენა მათი მხრიდან არის იმის დემონსტრირება, რომ სამომავლოდ საზოგადოებისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის შეთავაზება შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნების შესახებ.

გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის ავტორების რეალური მიზანი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის საბოტაჟის მცდელობაა.

„თუ რაიმე ინიციატივა ექნებათ, შეუძლიათ ეს ინიციატივები ჩვენ მიერ სამუშაო ჯგუფებში შემუშავებული კანონპროექტების განხილვის დროს წარმოადგინონ. ჩვენ რეგლამენტის შესაბამისად თითოეულ ინიციატივას განვიხილავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი დოკუმენტები ჩვენი მხრიდან სერიოზული განხილვის საგანი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებთან პარალელურ რეჟიმში შემუშავებული კანონპროექტები საბოტაჟის მცდელობის ნაწილია და განმარტა რა იგულისხმება საბოტაჟის მცდელობაში.

„ყველაფერს გააკეთებდნენ, უბრალოდ პარლამენტის დატოვების რესურსი არ აქვთ. მათ შორის იმის გამო, რომ შიგნით არიან დეპუტატები, რომლებსაც არ სურთ ხელფასების დატოვება. შესაბამისად, გაიყოფა მათი პარტიები. თუმცა არიან კონკრეტული დეპუტატები, ვისაც დღესაც სურს პარლამენტის დატოვება, უბრალოდ ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ პარტიები გაეყოფათ. გვარების დონეზე ვიცით, ვის უნდა და ვის არ უნდა პარლამენტის დატოვება. შესაბამისად, ისინი ყველანაირ საბოტაჟზე წავიდოდნენ, უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ. საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ – არც საბოტაჟის, არც ქუჩის. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა. ამის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს
Next post ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მობილიზაციის გამოცხადებით ვლადიმერ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს