ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

Read Time:24 Second

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს. კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.

ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. 2008-2013 წლებში შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ – არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება
Next post ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ,ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, ნაპირებსა და ქუჩებში… ჩვენს მიწას არ დავთმობთ გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა