ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ,ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, ნაპირებსა და ქუჩებში… ჩვენს მიწას არ დავთმობთ გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა

Read Time:1 Minute, 39 Second

ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

ბრიტანელ კანონმდებლებს უკრაინის პრეზიდენტმა განუცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლას ჰგავს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ომის დანაშულისთვის იმედის მომცემია, რომ ამ პროცესს შესაბამისი შედეგები ექნება.

„პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ – ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ არ გვიძინია. ყველა ჩვენგანი იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი არმიით. მეორე დღეს, ჩვენზე საჰაერო იერიშები მოიტანეს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა ძალებმა დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალები.

მესამე დღეს საარტილერიო ცეცხლი გაგვიხსნეს. არმიამ აჩვენა, თუ ვინ ვართ, ვინ არიან ადამიანები და ვინ მხეცები. მეოთხე დღეს ხალხის დატყვევება დავიწყეთ, თუმცა ისინი არ გვიწამებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანობა. მეხუთე დღეს გამუდმებული დაბომბვები დაიწყო ბავშვების, ქალაქების და ამას არ გავუტეხივართ.

მეექვსე დღეს რუსული რაკეტები ბაბი იარს დაეცა, მემორიალთან, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანი დახოცეს. რვა დღის შემდეგ რუსეთმა მეორედაც დაარტყა. დაბომბვებისგან ეკლესიებიც დაზიანდა. მერვე დღეს რუსულმა ტანკებმა ბირთვულ ელექტროსადგურს ესროლეს. ამავე დღეს იყო ნატო-ს შეხვედრა, რომელიც არ დასრულდა იმ შედეგით, რასაც ველოდით. ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები შესაბამისად ვერ მოქმედებენ ყოველთვის.

მეათე დღეს უკრაინამ გაპროტესტება დაიწყო. ჩვენ ვაჩერებთ ჯავშანტექნიკას შიშველი ხელებით. მეთერთმეტე დღეს ბავშვები, საავადმყოფოები და ქალაქები რაკეტებით დაიბომბა. ამ დღეს ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უკრაინელები გმირები არიან. რუსეთის არმიამ კი 10 000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. მათ შორის გენერალი, რამაც ჩვენ იმედი მოგვცა, რომ დადგება გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე-13 დღეს მარიუპოლში დეჰიდრაციით დაიღუპა ბავშვი. ისინი ბლოკავენ საკვებს, წყალს და ხალხი პანიკაშია. ამ 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა
Next post ლადო კახაძე-ზელენსკი ჯერ თავისი ქვეყნის გმირი უნდა გახდეს,ქმედებით ეტყობა, რომ თავდადებულია, არ შემიძლია სხვანაირად შევაფასო,ძალიან მამაცურად დგას…არის თუ არა ზელენსკი გმირი, ამას დრო აჩვენებს