ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ – არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება

Read Time:25 Second

ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბუნებრივი აირისგან თავის დაღწევის მცდელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქციაა.

გეგმა რამდენიმე ნაბიჯს ასახავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების ნებართვების დაჩქარება და მზის პანელების დამატება და ენერგოეფექტური გაუმჯობესებები სახლებსა და შენობებში.

„რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ. უბრალოდ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე აჩვენა კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების ძალიან მაღალი დონე
Next post ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა