ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ბატონო ზელენსკი, ჩვენ ვართ თქვენ გვერდით გადარჩენისთვის ბრძოლაში!

Read Time:31 Second

“ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ევროპულს პერსპექტივას და როგორც ჩვენი რეზოლუცია ამბობს, ევროპარლამენტი მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურად ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ევროპული მომავალი. ბატონო ზელენსკი, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით გადარჩენისთვის ბრძოლაში.

ევროპარლამენტს დიდი და საამაყო ისტორია აქვს ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ სულისკვეთებით ავუკრძალავთ კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს შემოვიდეს ჩვენს შენობებში, რადგან აგრესორის ადგილი დემოკრატიის სახლში არ არის. ევროპა ვერ იქნება დამოკიდებული კრემლის ბუნებრივ აირზე. გავაორმაგოთ ძალისხმევა დივერსიფიკაციისთვის. ჩვენი ენერგოუსაფრთხოება ამით გაძლიერდება. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვართ ერთად, ვიქნებით ერთად, ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, რადგან ვართ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა გამოეყენებინა ომი პირადი, თუ პოლიტიკური მიზნებისათვის
Next post ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს იმ ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ