დავით სერგეენკო: დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა გამოეყენებინა ომი პირადი, თუ პოლიტიკური მიზნებისათვის

Read Time:1 Minute, 5 Second

მე არ შემიძლია ვიყო რაციონალური და პრაგმატული, როდესაც საკითხი უკრაინას ეხება, იმიტომ რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ის, რაც სტკივათ მათ, ზუსტად ისე მტკივა მეც, უბრალოდ არ შემიძლია ვიყო პრაგმატული, რადგან იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკვე 16 ბავშვი დაიღუპა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით,დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს.

„ნებისმიერ ვითარებაში, ომი იქნება, თუ მშვიდობა, რაციონალობა და პრაგმატულობა, ძალიან კარგია, გეხმარება სწორი გადაწყეტილებების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებების შესრულებაში, თუმცა ყველას და ყოველთვის არ შეუძლია ამის გაკეთება. მე არ შემიძლია ვიყო რაციონალური და პრაგმატული, როდესაც საკითხი უკრაინას ეხება, იმიტომ რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ის, რაც სტკივათ მათ, ზუსტად ისე მტკივა მეც. უბრალოდ არ შემიძლია ვიყო პრაგმატული, რადგან იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა უკვე 16 ბავშვი. დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა გამოეყენებინა ომი პირადი, თუ პოლიტიკური მიზნებისათვის. ამას დრო დასჭირდება, ეს დრო კი ჩვენ არ გვაქვს. პირობას გაძლევთ, თუნდაც იმისთვის, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, საქმიანი კონკრეტული ნაბიჯით გავაკეთოთ, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაციით, გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებით და გაგზავნით, ამიტომ დრო სანამ ადგილს მიუჩენს, ვეცადოთ რომ ყველა ვიყოთ პრაგმატულები, თუმცა მე ამის პირობას ვერ მოგცემთ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ღმერთი ფარავდეს უკარაინას“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ქვეყნის მტრობა და დაზიანება ფარგლებს გარეთ ცუდია ქვეყნისთვის, თორემ ხელისუფლებაზე არავინ ფიქრობს და არავინ აპირებს, საკუთარი შვილების წინაშე მიკერებული იარლიყებით იაროს
Next post ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ბატონო ზელენსკი, ჩვენ ვართ თქვენ გვერდით გადარჩენისთვის ბრძოლაში!