ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს

Read Time:26 Second

ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი გადამწყვეტია და საჭიროა ახლა. ამას ყველა ეთანხმება. წევრ ქვეყნებს მტკიცე პოზიცია აქვთ, გაზარდონ უკრაინის ორმხრივი სამხედრო მხარდაჭერა და მოიგერიონ პუტინის მიუღებელი ქმედებები“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მიღებული უპრეცედენტო მხარდაჭერის პაკეტი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობა. ეს მოიცავს 450 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტს თავდაცვითი მიზნებისთვის, ლეტალური იარაღის დახმარების უზრუნველსაყოფად და 50 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს არალეტალური მარაგებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა
Next post კახა კალაძე: თბილისში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ