ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა

Read Time:26 Second

დიდი ბრიტანეთი ხურავს თავის საზღვაო პორტებს რუსული გემებისთვის. ამის შესახებ Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა დაწერა.

„საზღვაო სექტორი ფუნდამენტურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი რუსეთის ეკონომიკურ შეზღუდვაში. ასეთ ვითარებაში ტრანსპორტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რუსული გემების გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა აიკრძალოს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამიერიდან, გაერთიანებული სამეფოს პორტებზე წვდომა არ მიენიჭება არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ ცურავს, აკონტროლებს ან დაქირავებულია რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ.

„ჩვენ ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ გაერთიანებული სამეფოს პორტებს რუსული გემების იდენტიფიცირებაში ამ პროგრამის ფარგლებში“ – განაცხადა გრანტ შეპსმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოლდოვის ვიცე-პრემიერი: მოლდოვა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ასეთი გადაწყვეტილება რთულია ბევრად უფრო ძლიერი და აყვავებული სახელმწიფოებისთვის
Next post ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს