ზელენსკი ჟან-კლოდ იუნკერს პასუხობს და აცხადებს, რომ თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია

Read Time:33 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ “კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის”.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია, რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთის ქვეყნების დასარწმუნებლად, შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა.

“რა თქმა უნდა, ომის დროს უამრავი სხვადასხვა შემთხვევაა. რთულია სასამართლო სისტემისთვის ყველაფრის კონტროლი. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ვებრძვით და გვესმის, რომ არცერთი დოლარი, არცერთი ევრო, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ არის მოპარული”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“ახლა მან [ჟან-კლოდ იუნკერმა] გადაწყვიტა რუსული ნარატივის გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა ვინ არის ის. მე ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა. მაგრამ ის მოხუცი კაცია. მშვიდობას ვუსურვებ”, – დასძინა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ბავშვის შეცდომები კი არ ეძებო, ეძებე წარმატება! როგორ შეიძლება, ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეს ერთი რამ მაინც არ ჰქონდეს სწორი?! თუ შეცდომები აქვს, შენთვის ამოიწერე რვეულში. ეს შენი შეცდომებია” – შალვა ამონაშვილი
Next post “ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას” – 14 წლის ლუკა, რომლის “შუშანიკის წამებაზე” ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა