კახა კალაძე: თბილისში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ

Read Time:58 Second

თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას შეძლებს.

„თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან. ასევე, გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ბევრი ზარი შემოდის, სურთ, ჩაერთონ ამ მხარდამჭერ აქციაში. ილია ელოშვილს ვავალებ, ადგილი გამოყოს, სადაც ამ საქმეში რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ თავიანთი წვლილის შეტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მზადაა, თავშესაფრის მაძიებელი უკრაინული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

„საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწია დაეხმარება. საქართველოს მთავრობამ მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა მოახდინა. ჩვენი მხრივ, თბილისის მერია მიიღებს ზომებს, რომელიც ერთგვარად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანებს და თუნდაც დღეს არსებული ყოფითი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. უამრავმა უკრაინულმა ოჯახმა დატოვა ქვეყანა და ეძებს თავშესაფარს. პირადად მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, უზრუნველვყოთ ისინი საცხოვრებლით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

„შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი უკრაინელი სტუმრებისთვის იქნება უფასო. მათ გადაეცემათ სამგზავრო აბონემენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
Next post რუმინეთის პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას