დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

Read Time:1 Minute, 28 Second

სინოპტიკოსები 12 იანვარს ქუთაისში დღისით +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი იქნება და ნაწილობრივ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ოზურგეთში იწვიმებს, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12. ბათუმში, სადაც ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნება, მოსალოდნელია წვიმა. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობაა და წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 იქნება, აქაც წვიმაა მოსალოდნელი. სოხუმშიც იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლი მოვიდა +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ბორჯომში +10 გრადუსი და მცირე ნა;ექია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ცხინვალში, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი. ორივე კურორტზე თოვლია მოსალოდნელი.

ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

+10 გრადუსია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა
Next post ბიძინა ივანიშვილი – არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა