დღეს ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის გამო 40-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია დროებით დაიხურება

Read Time:1 Minute, 24 Second

4 მარტს, 18:30 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე გამართავენ აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“. აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქციას, ორგანიზატორების თქმით, უერთდება 40-მდე ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტები. სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ისინი კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურეიანა და თავიანთ მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ანტისაოკუპაციო აქციას შემდეგი ობიექტები უერთდებიან:

  1. „კანუდოსი”; 2. კამორა; 3. ამოდი; 4. ვოდკასტი; 5. ფუნდუკი; 6. პლენტ შოფი; 7. საქსესი; 8. ბურგერ ჰაუსი; 9. ბია +; 10. Wizchiz; 11. Pipes Burger joint; 12. ქეთის ბისტრო; 13. პოლიფონია თბილისი; 14. თონე; 15. Drunk Owl; 16. აზერფეშა; 17. სკოლა skola; 18. ლეილა; 19. შავი ლომი; 20. ემბერ ბარი; 21. რესტორანი ბლუმი; 22. რესტორანი ზალა; 23. ბენდუქიძის კულინარიული აკადემია; 24. ღვინო ანდერგრაუნდი; 25. ლიტერა; 26. კულინარიუმი; 27. „ამბავი”; 28. „დრამა ბარი”; 29. ლიტერატურული; 30. ლიტკაფე; 31. kyoto სუში ბარ; 32. G.vino; 33. art cafe home; 34. კაფე „ლაღიძის წყალი“; 35. ტატუ ბარი; 36. Monkey’s Bar.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას „მშვიდობა ომზე მეტია.”

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს, 5 მარტს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი შესაძლოა დღეს გადმოასვენონ
Next post ახალ საგადასახადო ინიციატივას ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან