დღეს, ვახტანგ გზირიშვილის დედის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

Read Time:32 Second

13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ეკლესიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით აშენდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა – საქართველოს მოქალაქეებმა საშუალოდ თვეში 235.4 მილიონი ლარი დახარჯეს
Next post სეოკ-ზე ოლიმპიური დელეგაცია დაამტკიცეს