ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ირანი ჯერ ვერ ახერხებს შეთანხმების დადებას და ამით ვაშინგტონი უკმაყოფილოა.
„ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მაინც ვიქნებით კმაყოფილი ან უბრალოდ სამუშაოს დასრულება მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მომლაპარაკებელ გუნდს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აშშ-ისთვის სასურველი შეთანხმება დადოს.
ტრამპის თქმით, ირანი სანქციების შემსუბუქებას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს დათმობს.
„სანქციების შემსუბუქება არ მოხდება. ისინი თავიანთ მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობენ, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

