დიმიტრი ხუნდაძე-შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,შემსუბუქება ჯერ არ იქნება

Read Time:29 Second

კორონავირუსის პანდემიის მართვისა და პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში პრეკრიზისული ფაზა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ კი, ქვეყანა კრიზისული ფაზისთვის უნდა მოემზადოს.

“შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ მოდის კრიზისული ფაზა, ამიტომ მეტად პასუხისმგებლიანი ქცევა გვჭირდება, რომ რეკომენდაციები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შესრულდეს, რომ გავრცელება თვიდან ავიცილოთ.

შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებასა და საზოგადოების ქცევაზე. შემსუბუქება ჯერ არ იქნება, შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,” – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მომავალი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა 3 კვირა იყო
Next post თენგიზ ცერცვაძე: ჯანმომ დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ