თენგიზ ცერცვაძე: ჯანმომ დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ

Read Time:35 Second

ჯანმომ ახალი გამოკვლევებით დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ. საშუალო ხანგრძლივობა კი შეიძლება იყოს 30-40 დღე, – ამის შესახებ ინფექციურის საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჯანმომ ახალი გამოკვლევებით დაადგინა, რომ 20 დღეზე ადრე გამოჯანმრთელებას არ უნდა ველოდოთ. საშუალო ხანგრძლივობა კი შეიძლება იყოს 30-40 დღე. ჩვენთან ასეთი „სტაჟიანი“ პაციენტები ჯერ არ გვყავს. ეს 9 პაციენტიც რომ გამოჯანმრთელდა, არც მათ ჰქონდათ ასეთი ხანგრძლივობის ავადმყოფობა. ისინი გამოჯანმრთელდნენ მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე დღეს. 9 განკურნებული პაციენტი რომ გვყავს, ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ერთი თვეც არ გასულა ჯერ და უკვე 9 გამოჯანმრთელებული გვყავს. როდის იქნება შემდეგი გამოჯანმრთელებული, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე-შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,შემსუბუქება ჯერ არ იქნება
Next post ქართველი ექიმი ქალბატონი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა შეხება ჰქონდა თანამშრომელთან