ამირან გამყრელიძე: მომავალი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა 3 კვირა იყო

Read Time:46 Second

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მიხედვით, სახელმწიფომ პრევენციული ზომები დროულად მიიღო, ამიტომ დღეს სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი სტატისტიკა ფიქსირდება.

„შემიძლია ვთქვა და თან თითებს გადავაჯვარედინებ, რომ ჯერჯერობით არ ვართ ფართო მასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნის და ასევე, არ დავასახელებ, ჩვენი მეზობლების, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარის არასოდეს არაფერი არ არის, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და მთავარი ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასეთი ტენდენციის შესანარჩუნებლად, მოსახლეობამ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ.

„საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: საათივით აწყობილი იყო მთავრობის რეაგირება და საპასუხო ღონისძიებები
Next post დიმიტრი ხუნდაძე-შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,შემსუბუქება ჯერ არ იქნება