დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

Read Time:27 Second

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა. ამის შესახებ 1tv წერს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოელი.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, ტოპ ხუთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება:

1.თბილისის ეროვნული პარკი

2.ყაზბეგის ეროვნულ პარკი

3.პრომეთეს მღვიმე

4.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეთრი სახლის წინ კაცმა თავი მოიკლა
Next post საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა შორის გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია