დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე-ეს სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის, დღემდე არ ეშვება არც მკვდარს, არც ცოცხალს, არც პაატა ქარდავას დის და არც მისი ქალიშვილის მოუშუშებელ იარებს

Read Time:2 Minute, 45 Second

„ეს სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის – დღემდე არ ეშვება არც მკვდარს, არც ცოცხალს, არც პაატა ქარდავას დის და არც მისი ქალიშვილის მოუშუშებელ იარებს“, – ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ და სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ როდესაც გმირებს კრიმინალებად აცხადებენ.

როგორც ქართველიშვილი წერს, სააკაშვილის ეს განცხადება რომ არ გავყოთ ორ ნაწილად, იმ ადამიანების წინაშე უდიდეს უსამართლობას ჩავიდენთ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. აქვე ქართველიშვილი იხსენებს 2008 წლის 27 აგვისტოს, როდესაც დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს – ერთ-ერთი გამტაცებელი სწორედ ბახვა ჩიქობავა იყო. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო.

„ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად,“ – განაცხადა დღეს სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა. მისი ეს განცხადება რომ არ გავყოთ ორ ნაწილად – იმ ადამიანების წინაშე უდიდეს უსამართლობას ჩავიდენთ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, და სანამ ბახვა ჩიქობავას კანონთან ურთიერთობებს შევეხები – ცალსახად ვაფიქსირებ: მისი დაღუპვა საომარი თავდადების სფეროს განეკუთვნება, და ამავდროულად, მან ამ თავდადებით – შესაძლოა ის ცოდვა გამოისყიდა უფლის წინაშე, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში გულზე დარდად ედო და რომელიც უნდა გავიხსენო. და მე ამას არც შევეხებოდი, თუ არა ბახვა ჩიქობავას ამ ცოდვაში გამხვევი სააკაშვილი და მისი უგუნური ბრალდებები ივანიშვილის მისამართით. 2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად.

გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს – ერთ-ერთი გამტაცებელი სწორედ ბახვა ჩიქობავა იყო. მას შემდეგ ქრისტინას – მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო. ბახვა ჩიქობავამ თავისი დანაშაული სრულად აღიარა და 2013-14 წ.წ. ითანამშრომლა გამოძიებასთან. ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილის მიუხედავად, მან მოახერხა უკრაინაში გამგზავრება. ბახვა ჩიქობავა დაიღუპა პაატა ქარდავას დაბადების დღეს, ქრისტინამდე ამ ამბავმა მიაღწია სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეკლესიაში მამის მოსახსენებელ პანაშვიდს აღავლენდა მღვდელი. ვინ იცის, იმ მომენტში იქნებ სწორედ ამ პანაშვიდმა შეარიგა პაატას და ბახვას სულები – ეს უკვე უფლის უზენაესი სამართლიანობის სფეროს განეკუთვნება. მაგრამ, ეს სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის – დღემდე არ ეშვება არც მკვდარს, არც ცოცხალს, არც პაატა ქარდავას დის და არც მისი ქალიშვილის მოუშუშებელ იარებს. ბახვა ჩიქობავას მეუღლე დღემდე მუშაობს სენაკის პირველი გიმნაზიის დირექტორად.

მე მინდა გავიზიარო მისი მწუხარება! სხვათა შორის, ამ პოზიციაზე სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების დროს დაწინაურდა, მეუღლის უკვე უკრაინაში ყოფნის პერიოდში – და არავის მოსვლია აზრად მისი ან „დაბულინგება“ ან სამსახურებრივი შევიწროება. მე არ ვიცი, ვინ როგორ მიიღებს ამ პოსტს, მე მინდოდა მხოლოდ ორი სულის შერიგებაზე მესაუბრა – პაატასი და ბახვასი. ამასთანავე, მე არ მინდა, რომ პაატას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიაყენონ უპატიებელი ტკივილი ამ თემებზე უაზრო და უადგილო სპეკულირებით. და კიდევ იმისთვის დავწერე ეს პოსტი – რომ სააკაშვილის სატანისტურ ბუნებას და უსაზღვრო ცინიზმს კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დეკანოზი შალვა კეკელია-მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან
Next post რუსეთში აშშ-ის ელჩი კრემლში დაიბარეს