დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში
ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა – როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა.
დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არის ორი დიდი გამოწვევა – პანდემია და ეკონომიკური გამოწვევა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, დაანონსება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა – როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში.
პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს და შესაბამისად, გაკეთდეს გეგმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კერძო სექტორს, ააწყოს მისი განვითარების გეგმა ამ გეგმიდან გამომდინარე და განავითაროს ბიზნესი”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს და საზოგადოებას პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარუდგენს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...