დავით ნარმანია კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

Read Time:42 Second

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით – „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“.

განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

„რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულება. ამ მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოს როლი ენერგეტიკულ ბაზრებზე დიდია და აუცილებელია სემეკსა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი
Next post მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანზე: ეს არარაობები სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი