დავით მაღრაძე – რაც შეეხება უკრაინის შესახებ ქართველი საზოგადოების, საზოგადოდ, ქვეყნის პოზიციას – ჩვენში კარგა­ ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას მოღალატეობა და უპასუხისმგებლობას – პატრიოტიზმი.

Read Time:2 Minute, 32 Second
ოცდაათ წელზე მეტია ამ წრეზე ვტრიალებთ. ამდენი ხანია ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ, ვინაიდან ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადავზარდეთ, შესაბამისად, ვერც ქარტეხილი გადავიდა გამოცდილებაში. ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ვერანაირი დასკვნა ვერ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ხელისუფლებას აღმოაჩნდა გონიერება და მივიღეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც, რასაკვირველია, თავად უკრაინე­ლებზე მეტად ქართველებს­ არ მოეწონათ, მაგრამ მთავარია, ჩვენი საგარეო ვექტორი არ შევცვ­ალეთ. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ და უკრაინასაც მკაფიოდ ვუთხარით, რომ მის გვერდით ვართ. სხვა მხრივ, იმას, რომ რუსეთ-ამერიკის ბრძოლაში გარდატეხას ვერ შევიტანთ, მგონი,­ დიდი დაკვირვება არ უნდა. ვინც რუკის წაკითხვა არ იცის, გლობუსს მაინც დახედოს. რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების გარდა, ამ ვითარებაში იკითხება ჩინეთის პოზიციაც, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის ავანსცენაზე აშკარად არ ჩანს. თავისუფლება თავშეუკავებლობას კი არა, საკუთარი თავის ფლობას, ცნობას ნიშნავს­, სადაც ადამიანის უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც არსებობს. ვინ რის მიღწევას­ ცდილობს, იმის გახსნა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ინტერესის გათვალისწინებაა უპირველესი.
მგონი, უკრაინის პრეზიდენტი უფრო მშვიდად არის, ვიდრე ქართველი¬ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზელენსკი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი შეტევას აპირებს, ჩვენი პოლიტიკოსები კი ძალიან არიან მოწადინებული, საქართველო თავ-ფეხიანად გადაეშვას ამ საკითხში. რა გამოდის, ქართველ პოლიტიკოსებს უფრო აწუხებთ უკრაინის ბედი, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტსა და მის გუნდს?..
შესაძლოა ადამიანს პირადი სიმამაცე შვენოდეს, მაგრამ სამშობლოს ხარჯზე სიმამაცე შლეგობა უფროა, ვიდრე სიმამაცე. ხშირ შემთხვევაში, უზნეობაც. როდესაც ადამიანი სტადიონზე ეროვნულ დროშაშემოხვეული თავისი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობს, ძალზე ემოციური, მაგრამ მიტინგზე საფრთხის მომტანია…
როდესაც საფრთხე რეალურია, კივილი და ისტერიკა კი არა, გონიერებაა საჭირო და ვფიქრობ, ჩვენმა სახელმწიფომ ეს იმაში გამოხატა, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ამის იქით საქართველოს, სამწუხაროდ, არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი გამოიწვიოს და დაამარცხოს. “ნაცმოძრაობის” აღქმით, ერთხელ უკვე “დავამარც¬ხეთ” აგვისტ-ოს ომში. აღარ მინდა იგივე მოხდეს, დამარცხებული¬ ომი რომ იზეიმეს თავისუფლების მოედანზე. პირადად მე, როდესაც ასობით ადამიანის სიცოცხლეს და მიწა-წყალს ვკარგავთ, კი არ ვზეიმობ, ვჭირისუფლობ მათ, იმათგან განსხვავებით, ვინც თავის¬უფლების მოედანზე იდგა. აღარ გვინდა იგივე მოხდეს! ამიტომ არის საჭირო ზომიერება. ამისკენ მოგვიწოდებს ყველა. საერთაშორისო მხარდაჭერა აშკარად დეკლარირებულია.
ყველაფერზე ხმაურის ატეხის მოთხოვნა არ არის საზოგადოებაში. ეს სჭირდებათ მათ, ვინც ისტორიული შემთხვევითობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში და იმდენად გაუტკბათ, რომ ძალაუფლების გარეშე ყოფნა ამდენი წლის შემდეგაც ვერც წარმოუდგენიათ. ეს იმიტომ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. ასე რომ არ იყოს, ეს იმდენად მძიმე ტვირთია, ჯერ დაფიქრდებოდა ადამიანი, შეუძლია თუ არა მისი ტარება. თუმცა, როდესაც პასუხისმგებლობა არ არსებობს, ყველაფრის მონდომება ადვილია. ეს ისტერიკა მხოლოდ ამით არის გამოწვეული – მათი ცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე აზრს კარგავს. მათ სამშობლოს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ. ხელისუფლებაში ყოფნა სურთ, ასე რეალიზდებიან. ახლა თავიანთი ლიდერის წერილებით ერთობიან. მეტი თუ არაფერი აინტერესებთ, იკითხონ, საზეპიროები მოხაზონ და ჩააბარონ, შემდეგ შთამომავლობას შემოუნახონ და ძალიან განსწავლული ადამიანები იქნებიან, ვინაიდან მათთვის ამ სამყაროში იმაზე საინტერესო საკითხავი რაღა იქნება. მე მათ რეპრესიულ რეჟიმს მაშინ დავუპირისპირდი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა მათი ბელადი არავის აინტერესებს. გაშმაგებული პათეტიკა მათი ხელწერაა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათი რეალური სახე – პათეტიკოსები არც აფხაზეთის ომში წავიდნენ და არც შვილები გაგზავნეს. არც მათი ბელადისთვის მოუკრავს თვალი ვინმეს იმ ომში… ვინც ჭკუით ქართველებოო, იძახდა, დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის ყველა შვილი რუსი სამხედროების პირისპირ იდგა. ერთ-ერთი, ირაკლი, ვეღარ დაბრუნდა. ბევრი კი საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებას გაუფრთხილდა. ასეთები უმეტეს შემთხვევაში სხვის ხარჯზე მამაცობენ, მაგრამ სხვისი შვილების გასაწირავად მუდამ მზად არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: გახარიას და სააკაშვილის კოალიცია ოფიციალურად ამჯერად რუსთავში გაფორმდა. უკვე ერთ ორგანიზმად ქცეულმა ამ ორმა სუბიექტმა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია შეხმატკბილებულად
Next post ოლიმპიური ჩემპიონი ზურა ზვიადაური 17 წლის ნანატრი შვილის მამა გახდა