ზურაბ ქადაგიძე: გახარიას და სააკაშვილის კოალიცია ოფიციალურად ამჯერად რუსთავში გაფორმდა. უკვე ერთ ორგანიზმად ქცეულმა ამ ორმა სუბიექტმა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია შეხმატკბილებულად

Read Time:1 Minute, 4 Second

ეგრე გააგრძელეთ ერთმანეთთან სიყვარული და 2024 ში ქართველი ხალხი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს. გახარია ვინც არის და რაც არის ყველამ კარგად იცის, ახლა მის მომხრეებს მივმართავ – რომ გაჰკიოდით ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც ოცნების და ნაცების დამარცხება შეუძლიაო, ახლა სინდისი ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რუსთავში გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს.

„გახარიას და სააკაშვილის კოალიცია ოფიციალურად ამჯერად რუსთავში გაფორმდა. უკვე ერთ ორგანიზმად ქცეულმა ამ ორმა სუბიექტმა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს შეხმატკბილებულად. ეგრე გააგრძელეთ ერთმანეთთან სიყვარული და 2024 ში ქართველი ხალხი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს. გახარია ვინც არის და რაც არის ყველამ კარგად იცის, ახლა მის მომხრეებს მივმართავ – რომ გაჰკიოდით ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც ოცნების და ნაცების დამარცხება შეუძლიაო, ახლა სინდისი ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ხომ დარჩით მანდ ღირსეული ხალხი, გამოდით და ღიად თქვით, რომ მოგატყუათ თქვენმა ბელადმა და პირდაპირ შეეზილა ნაცმოძრაობას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, რომ ყველაფერი მართალი იყო, რასაც თქვენ ბრალდებებს უწოდებდით? ახლა ხომ მაინც გამოფხიზლდებით, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე არ გაჰყვეთ სააკაშვილს?! და ბოლოს, აი ეს პოლიტიკური სიბეცის დემონსტრირებაა,რასაც ბექა ლილუაშვილი აკეთებს. სხვათა შორის რუსთავში იყრიდა კენჭს – სინდისთან მწყრალად ხართ თუ რა გჭირთ? ნაცმოძრაობის დაბრუნებას არ დავუშვებთო ამბობთ და თან კოალიციას უფორმებთ სააკაშვილს? ნამუსი შეგრჩათ საერთოდ? ამის მერე თქვენი სიტყვები რამეს წარმოადგენს? წარმატებებს გისურვებთ გახარიებო მიშასთან პოლიტიკური თაფლობის თვეში…“- წერს ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე: მაზაკვალი ღიად გადავიდა სააკაშვილთან თანამშრომლობაზე და მესამედ, ოფიციალური კოალიცია გააფორმა პატიმარ კრიმინალ სააკაშვილთან და მის პარტიასთან
Next post დავით მაღრაძე – რაც შეეხება უკრაინის შესახებ ქართველი საზოგადოების, საზოგადოდ, ქვეყნის პოზიციას – ჩვენში კარგა­ ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას მოღალატეობა და უპასუხისმგებლობას – პატრიოტიზმი.