დავით კირკიტაძე – ზვიად გამსახურდიასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ
ერთი წელი შესრულდა, რაც თქვენ თქვენი სასამართლოს, მურუსიძის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისათვის, გყავთ უკანონო პატიმრობაში და მოშველიება ახლა იმის, თითქოს მან საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ამისთვის იხდის სასჯელს, არარელევანტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს იმდენი რამ აქვს გაკეთებული, პარლამენტის თითოეულ წევს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა.
„თავის დროზე, თქვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ზვიად გამსახურდიასაც ამ მუხლით გაასამართლებდით, საზღვრის უკანონო კვეთა. მასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ მურუსიძის სასამართლო არის სამართლიანი, რომ ჩინჩალაძის სამართალი არის სწორი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც იმდენი რამე აქვს გაკეთებული, თითოეულ აქ მსხდომს იმის მეათედი რომ გაგეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის ამ 10 წლის განმავლობაში, ბევრად წინ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, არ იქნებოდა ასეთი უკიდურესი გაჭირვება, ძალიან გული მტკივა ამაზე, ჩვენი მოქალაქეები იძულებული გახდებოდნენ, წასულიყვნენ აქედან“, – განაცხადა კირკიტაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...