გიული ალასანია – ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას

Read Time:1 Minute, 16 Second

უპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, ადამიანი რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად და მძიმე მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ამას ყოველთვის რაღაც ბიძგი ჰქონდა

„რომელი ექიმი მოწერს ამას ხელს, როცა ადამიანი ფეხზე ვერ დგება. 62 კილოა ადამიანი. აქვს 47 დიაგნოზი, აქედან სამი სერიოზული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მძიმე მეტალებით მოწამლული, რომლის ორგანიზმიდან გამოყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს საკითხვი საერთოდ არც დასმულა, რომ საჭიროა, ამის გაკეთება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცურების შესახებ გავრცელებულ ამბებს მოყვა ეს შედეგი. როგორ გაგრძელდება არვიცი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი ემსახურება იმას, რომ მოკლან ჩემი შვილი. ბევრი ექიმიც ამბობს, რომ გვიკვირს ამდენი ხანი ცოცხალი როგორ არისო.

დაუმძიმდა მდგომარეობა და ამას ყოველთვის რაღაც ბიძგი ჰქონდა. პროკურორები რომ შევარდნენ და მოინდომეს ავადმყოფი ადამიანისთვის ახალი საქმე წამოეწყოთ, ამის შედეგი იყო ყველაფერი და საერთოდ ვეღარ ჭამდა. განცხადება მარტო ამას ემსახურება, რომ ციხეში დააბრუნონ. მე დღეში ორჯერ მიქავს საჭმელი, რომელზეც ამბობენ, რომ არ მიმაქვს, თურმე მინდა, რომ მოვკლა ჩემი შვილი. მთელი სავსე ისპანახი და „ალაძიკები“ მივუტანე და ნახევარზე მეტი შეჭამა. მე ვერ გავიგე სხვები როგორც იკვებებიან? დილით ჩაისთან ერთად რას ვჭამთ ხოლმე?! რატოა წარმოდგენილი ისე, რომ მოწამლული ადამიანი რამე განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს, არ მესმის. ხორცს ვერ ჭამს სწორია, რადგან მოწამვლის გამო, ვერ ჭამს. ეჯავრება, ვეღარ იტანს, საჭმელი არ გამაგონოო, რადგან მოწამლულია ადამიანი. თუ ვერ გამოვიდა ეს მძიმე მეტალები ორგანიზმიდან როგორ უნდა ჭამოს“, – განაცხადა გიული ალასანია.

კლინიკა „ვივამედმა“ დღეს განცხადებაა გაავრცელა. კლინიკა მიმართავს პენიტენციურ დაწესებულებას, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი – ანალენა ბერბოკის ვიზიტით საქართველოში ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი
Next post პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა