პარასკევი, აპრილი 17, 2026

გიორგი შარაშიძე – აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს და რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი?

„ოცნებას“ თუ სურდა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, საკმარისი დრო ჰქონდა, თავად გადატვირთულიყო. რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის დონე, რა დონეზეც აშშ-ი შეხვედრები ტარდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ უყურებს.

„აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, იმის იქით არა, კორიდორებში ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნებს და ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვმასპინძლობდით ამ ქვეყანაში, ვიზიტები უმაღლეს დონეზე იყო და, ზოგადად იყო სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა საერთოდ არ არსებობს, გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ვხედავთ, ფაქტობრივად პირადად მეგობრობენ, შეიძლება, ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მარტო ხელის ჩამორთმევა აღარ არის, ეს არის უკვე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და დღე-დღეზე ელოდებიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. და ჩვენ, „მადამ ტუსოს“ მუზეუმში თუ შევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იქ ტრამპის ცვილის ფიგურას თუ ჩამოართმევს ხელს და ამას სინამდვილედ თუ გაასაღებს, თორემ, რეალურად იქ რომ არანაირი ხელშესახები შედეგი არ იქნება, სამწუხაროდ, ფაქტია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, ისიც საინტერესოა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, აშშ-ში მამუკა მდინარაძეც იმყოფება.

„სუსს თუ ჰგონია, რომ საკმარისია ერთი განცხადება, თურმე მდინარაძე თბილისშია, ჩვეულებრივად მუშაობს, ეს ასე არ არის. სავარაუდოდ, იმიტომაც ვერ აღიარებენ მის ამერიკაში ყოფნას, რომ რეალურად ეს ვიზიტი, რომელიც ბატონი მდინარაძის იქ ყოფნის პარალელურად მიდის, არის ასეთ დაბალ დონეზე, ვერანაირი ხელშესახები შედეგები ვერ დაიდო“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვაშაძე – ჩვენი სამშობლო ქართული სცენარით უნდა დავიბრუნოთ უკან, ამისთვის გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა

ძალიან კონკრეტული გზავნილი გვაქვს საზოგადოებისთვის, ჩვენ ქართული სცენარით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო უკან, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი.„ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა, საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაძლიეროთ ეკონომიკა. ამისთვის გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა. 26 მაისს გვინდა, ყველანი ერთად შევიკრიბოთ რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ ვთქვათ ჩვენი გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისთვის. ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არ არის ნორმალური. ჩვენ არ გვინდა იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, არ გვინდა დამოუკიდებლობა შებღალული საქართველო. ჩვენ გვინდა მძლავრი, ძლიერი, რეგიონში ლიდერი საქართველო. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ალიანსს აქვს ძალიან მკაფიო ნაბიჯები დაგეგმილი. პირველი დიდი ნაბიჯი არის 26 მაისი. დანარჩენს გვაჩვენებს დრო, დარწმუნებული ვარ, მოვა ის დრო, როცა ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი უარს ეტყვის იმ უბედურებას, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ამასთან, ვაშაძეს ჰკითხეს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე, რომ სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს.„საყოველთაო მობილიზაცია, თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება, სწრაფი განვითარება, ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. გვინდა, ბედნიერად ცხოვრობდეთ ამ ქვეყანაში. არასოდეს გავყოფთ ადამიანებს და პოლიტიკური შეხედულების გამო ციხეში არ გავუშვებთ, სხვებს არ დავაჯილდოებთ. ყველა იქნება თანაბარი კანონის წინაშე. ეგეთი ქვეყანა იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა ვაშაძემ.

პეტერ მადიარი – უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან

მომავალ თვეში დანიშვნის შემდეგ, უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.მადიარის მტკიცებით, ევროკომისიის პრეზიდენტს და ყველა ევროპელ ლიდერს ნათლად განუცხადებს, რომ უნგრეთი ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით და არ მიიღებს არანაირ პაქტს ან განაწილების მექანიზმს.„ჩვენ შევინარჩუნებთ სამხრეთ სასაზღვრო ღობეს. რა თქმა უნდა, ასევე შევავსებთ ახლა არსებულ ხვრელებს, რადგან ამ სასაზღვრო ღობეზე ხვრელებია. ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გავათავისუფლებთ უნგრეთის ციხეებიდან 2 200 საბოლოოდ გასამართლებულ ადამიანით მოვაჭრეს, არ გადავიყვანთ მიგრანტებს სლოვაკეთის საზღვარზე, თუ ეს არის ის, რაც ჩვენ სლოვაკ სოციალისტ მეგობარს საარჩევნო კამპანიაში სურს. ჩვენ გულწრფელად ვსაუბრობთ და ნამდვილად გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან. არსებობს მიგრაციის ლეგალური ფორმები და ისინი უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია – საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს

ავიაკომპანიებს, შესაძლოა, მაისის ბოლოს ევროპაში რეისების გაუქმება მოუწიოთ საავიაციო  საწვავის დეფიციტის გამო, – ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაში აცხადებენ.ასოციაციამ  მთავრობებს მოუწოდა, მოამზადონ კონკრეტული, კარგად კოორდინირებული გეგმა საწვავზე ლიმიტის დაწესების შესაძლო საჭიროების შემთხვევაში.„მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს საწვავის ნაკლებობის გამო. ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეს კარგად კოორდინირებული გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რაციონირება აუცილებელი გახდება“, – აღნიშნავს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის  გენერალური დირექტორი ვილი უოლში.როგორც „სიენენი“ წერს, ირანთან ომის დაწყებიდან საავიაციო საწვავის ფასი დაახლოებით გაორმაგდა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის,...

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც პეტრე ცაავამ პატრიარქის მისამართით გააჟღერა, ვერ დაამტკიცა, ამიტომ ეს ცილისწამებაა და არა მხილება, როგორც თავად ცაავა ამბობს.„ამ ბრალდებებს წლების განმავლობაში იმეორებდა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამის დასამტკიცებლად მას ხელთ არაფერი აღმოაჩნდა. ამიტომ, სიტყვა, რომ თითქოს ვინმე ამხილა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, რომ მან ცილი დასწამა.მეუფე პეტრე ყველაზე აკეთებს ასეთ განცხადებებს, ვინც კი ეგულება პატრიარქის ერთგულად და მხარდამჭერად და მამა გიორგი ზვიადაძეც სწორედ ასეთი იყო წლების განმავლობაში. ამიტომ არ ერიდება მის მიმართ ასეთ არაკორექტულ გამონათქვამებს. მისგან ასეთი გამონათქვამები გვახსოვს სხვადასხვა მეუფის მიმართ, მოსაყდრის მიმართ, კონკრეტულად ჩემ მიმართ“, - განაცხადა დეკანოზმა.ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.

ანდრეი სიბიგა – ორბანის წარუმატებლობა უკრაინას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას უხსნის

ორბანის წარუმატებლობა უკრაინას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას უხსნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.სიბიგას თქმით, ორბანის რეჟიმის მხრიდან მრავალწლიანი პროვოკაციების შემდეგ, უკრაინას გაუჩნდა შანსი, დააჩქაროს ევროპული გზა, ოფიციალურად გახსნას მოლაპარაკებები, მიიღოს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორბანს ანტიუკრაინული რიტორიკა ჰქონდა.„ანტიუკრაინული რიტორიკის მარცხი უნგრეთში არჩევნების დროს გახდა სიგნალი მსგავსი პოლიტიკური ძალებისთვის სხვა ქვეყნებშიც, რომ მსგავსი რიტორიკა არ მუშაობს“, – აღნიშნა სიბიგამ.

ბოლო სიახლეები