გიორგი კალანდარიშვილი – მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება

Read Time:1 Minute, 31 Second

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მადლობას უხდის საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს, ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნავს, რომ მზად არის, გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია.

„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში – ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება. ჩემს კონკურენტს კი წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში.

ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით – ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.

„ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ უკვე მეორედ დღეს აირჩიეს. კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში.

გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკო-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკო-ს ხარისხის მენეჯერი.

გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია. ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სხვა საკითხებზე. ცესკო-ს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება
Next post ჯო ბაიდენი უკრაინის ირგვლივ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს