გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის

Read Time:31 Second

გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საზოგადოება არ არის განწყობილი რევოლუციისთვის და ამას არც წინაპირობა არ აქვს.

„ეს პოლიტიკური რესურსი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის გარშემო გააერთიანა, ქვეყნისთვის არ არის არავითარი პოზიტივის მომტანი. თუკი რაღაც გარკვეული პროცენტი აიღეს, პარლამენტში შემოსასვლელად აიღეს და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის. აი, ეს ვერ გაიგეს, ისევ იქ არიან ჩარჩენილები და ისევ იმ ბოდვას მიყვებიან, რომელიც რატომღაც 2003 წელში გაუვიდათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს
Next post კახა კალაძე: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხზე პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას